ირანის დარტყმის შედეგად ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს

ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დაიბომბა თელ-ავივი და იერუსალიმი. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

BBC-ის ცნობით, ირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში სულ 34 ადამიანი მკურნალობს – ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ – ნამსხვრევებისგან მიღებული, კვამლის შესუნთქვისგან და შოკისგან.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და თავშესაფრებში დარჩნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი