“ისლამური სახელმწიფო” 4 ივლისს სამი აეროპორტის აფეთქებით იმუქრება

ე.წ. “ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ამერიკსი და ბრიტანეთის აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება.

ბრიტანული გამოცემა “Independent”-ის ინფორმაციით, ისლამისტები ლონდონის ჰიტროუს, ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრებიან.

მუქარასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი