ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ზუგდიდის სკრინინგს ცენტრს საჩუქრად სამედიცინო ინვენტარი გადასცა.
ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის „გამოწვევა-კიბოს სკრინინგ 2020!“ ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მიზანია, კიბოსა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
2019 წელს კარიტასის პროექტის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულმა პროქტმა რეგიონში სახლემწიფო სამედიცინო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყო ხელი.
1000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით ადგილზე.