ისრაელსა და პალესტინაში დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა

ისრაელსა და პალესტინაში ომის მესამე დღეს დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა, აქედან 400-ზე მეტი პალესტინელი, ხოლო 700-ზე მეტი ისრაელის მოქალაქეა. თითოეულ მხარეს 2000-ზე მეტი დაშავებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით ჰამასის დაჯგუფების მძევლად რჩება 130-ზე მეტი ებრაელი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

7 ოქტომბერს გამთენიისას, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, “ჰამასმა” აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი