იტალიაში, მოდენას პროვინციაში, ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქართველი კაცი დააკავეს. როგორც ცნობილი ხდება, მამაკაცი ავტოფარეხიდან ცდილობდა ტანსაცმლის მოპარვას.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის 3 იანვარს, გვიან ღამით, ავტოფარეხის მფლობელმა იპოვა, თავად დააკავა და პოლიციას გადასცა.
დაკავებული ციხეში გადაიყვანეს.