იტალიასთან პირდაპირი ფრენები შეჩერდა

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დღეიდან შეჩერდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეს დაგეგმილი რეისი აღარ შესრულდება.

“სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდენ საქართველოში. აღნიშნულის შესახებ მოგვიანებით ეტაპობრივად ეცნობებათ თვითონ იმ მოქალაქეებს და საზოგადოებას“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი