იულია სუსლიაკი სამართალდამცველებს „სადახლოზე“ ჰყავთ შეჩერებული და საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ​ – ადვოკატი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, სუსლიაკი სამართალდამცველებს საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჰყავთ შეჩერებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურისა და პოლიციის მითითებით ჰყავთ დაკავებული.

მისივე თქმით, დეტალები არ იცის და ადგილზე ვითარების გასაცნობად მიდის.

არსებული ინფორმაციით, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მოდიოდა და ხვალ ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას გეგმავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი