იურიდიულმა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს 18 მაისს დაადო ვეტო.

პრეზიდენტმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი უკვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი