იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი