იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
“30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქეების ოდენობას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დოკუმენტი, ჯამში, 3 345 274 მოქალაქეს აქვს. მათ შორის, 3 203 702 სრულწლოვანს და 141 572 არასრულწლოვან მოქალაქეს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში, არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 395 მოქალაქეს აქვს”.