ივანიშვილმა უილიამ დე კუნინგის ტილო 61 მლნ დოლარად გაყიდა

ჰოლანდიური გამოცემა volkskrant.nl-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მე-20 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო ნიუ იორკის აუქციონზე 61 მილიონ დოლარად გაყიდა.

გამოცემის ცნობით, ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ ვაჭრობა ტელეფონით შედგა. ტილოს საწყისი ფასი 37 მილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ უილიამ დე კუნინგის ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად 1955 წელს შესრულებული Interchange-ი ითვლება, რომელიც გასული წლის სექტემბერში თითქმის 279 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი