ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ოცნების“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

„ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი