ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

კორონავირუსის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან ეპიდემია ჩინეთის გარეთაც ვრცელდება.

„მთავარი მიზეზი არის არა ის, თუ რა ხდება ჩინეთში, არამედ ის, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში“, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში.

უცხოური მედიის ცნობით, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი