ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნაცემი ახალგაზრდები მოინახულა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა. მინისტრის მოადგილე დაზრალებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო და მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო. კვარაცხელიას განმარტებით დაზრალებულების მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან.

ეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ცემეს.  როგორც ერთ-ერთი თვითმხილვევლი მერი შენგელაია განმარტავს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ დიდინეძში წინასარჩევნო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ თავს რამდენიმე შუახნის მამაკაცმაკაცი დაესხა და ახალგაზრდები უმოწყალოდ სცემეს. შენგელაიას განმარტებით თავდამსხმელები ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულრია. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი სამივე დაზარალებულს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ორი მათგანი სტაციონარში მკურნალობს, ერთი კი ბინაზე გაეწრეა.

„სამი პაციენტია შემოყვანილი სტაციონარში, მათგან ორს აღენიშნება თავის ტვინის შრყევა, ერთს თავის ზედაპირული ტრამვა, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარში, ერთი მათგანი გაეწერა ბინაზე“ – განაცხადა მორიგე ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა.

დაზარალებულთაგან, ყველაზე მძიმედ, ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ლიკა დემეტრაძეა, რომელსაც ტავის ტვინის შერყევასთან ერთად, მცირე ამნეზია აქვს და გარკვეული მომენტები არ ახსოვს. დემეტრაძეს კისერზე ორმხრივი ნაჭდევიც აღენიშნება.

საავადმყოფოში მივიდა და დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილზე იმყოფებიან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი