ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ გიორგი მხეიძეს ზუგდიდის რაიონილმა სასამართლომ 3 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც ადვოკატმა ჯიტა გულუამ “Newsportal.ge”-ს განუცხადა, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, სურს თუ არა მსჯავრდებულს გადაწყვეტილების გასაჩივრება.
გიორგი მხეიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 79-ე უბნის დარბევაში მონაწილეობისთვის დააკავეს. ადვოკატი განაჩენის გამოცხადებამდე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებოდა.
ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანი არჩევნების ღამეს, ხმების დათვლის დროს დაარბიეს. სხვა პირების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.