ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ მანუჩარ გაბეჩავას, აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად გაიზიარა პროკურორ ირაკლი გულდედავას არგუმენტები, კერძოდ ის, რომ შესაძლოა ბრალდებულმა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას ან მიიმალოს ან ხელახალი დანაშაული ჩაიდინოს. პროცესზე ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ან 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი