ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა “ქართული ოცნების” წევრია

ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორია. ამის შესახებ დაკავებულმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირების დროს ის 79-ე უბანზე არ იმყოფებოდა.

„მე ფიზიკური აქტივობა არც შემეძლო რეალურად, რადგან ხერხემალზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და თავს ვუფრთხილდებოდი მაშინაც და ვუფრთხილდები ახლაც. პროკურატურის ყველანაირი ბრალდება არის სიცრუე. მე ვარ უდანაშაულო“, – განაცხადა პროცესზე გაბეჩავამ.

დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი