ჯიხაშკარის საარჩევნო უბნები დაარბიეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნების შედეგები გაუქმდა.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გულნარა ბენდელიანის ინფორმაციით, კენჭისყრის ოთახში სოფლის მკვიდრი ვინმე გია მხეიძე შვილთან და თანამოაზრეებთან ერთად შევარდა, რომელთაც საარჩევნო ყუთები დაამტვრიეს და ბიულეტენები დაყარეს.

„მოვიდნენ და ბიულეტენები დაყარეს ძირს. ყუთიც გატეხეს, შენობა დაარბიეს, ფანჯრები არ უვარგა. შევარდნენ მთვრალები“, – აცხადებს ბენდელიანი.

ორივე საარჩევნო უბანზე ამ დროდე რჩებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი