ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი კაკო ტიბუა დააკავეს, რომელიც წუხელ გვიან ღამითვე ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. ტიბუას შემთხვევაში საქმე ეხება ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს.

ტიბუა ადვოკატმა უკვე მოინახულა. როლანდ შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კანონდარღვევით მოხდა.

მისივე თქმით, ტიბუა სამმართველოში შიმშილობს.

შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი გიორგი მხეიძეა დაკავებული, რომელსაც სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი