ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი თავად ავრცელებს.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ და ჩხრეკის ოქმი გააცნეს.
„აი, რა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას. 9 საათი არ იყო, რომ მოვიდნენ. 10 კაცია. ზოგი – ფორმით, ზოგი – უფორმოდ. ჯერ საბუთებს ავსებენ. ჩხრეკას მალე დაიწყებენ. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით. ტელეფონი ჩამომართვეს. ადვოკატს ველოდები. უკეთესი იქნებოდა, საბას მოესწრო სკოლაში წასვლა. დანარჩენი, მე რომ ამით ვერ შემაშინებენ, იცით. ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი გაბიტაშვილს და რუს მთავრობას დამხობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს ყველა ფონდის დამფუძნებელთან.