მთავრობის მეთაური გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.
“როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა ორი დღე. წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია და ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.