თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს გუშინდელი აქციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ევროკავშირი აფინანსებს აქციას, რომელზეც გაისმის პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ – პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ვერ აღირსებით, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მერმა.