თბილისის მერმა, კახა კალაძემ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისის, თბილისელების წინაშე და გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ისინი კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. ისინი თუ ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარადამჭერს, თანაგუნდელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მოთმინებით პასუხობს აგრესიას და ძალადობრივ ჯგუფებს, რასაც საარჩევნო შტაბთან ვხედავდით. აი, ესაა ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, ხოლო მოსახლეობის პასუხი კი იქნება 4 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის გამარჯვებით“, – განაცხადა კალაძემ.