“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, ჯერ არ დასრულდება, გაგრძელდება, საინტერესო და სახალისო სანახაობებს ვიხილავთ, “ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობისთვის. ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი, რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება და როგორ იქნება, ვფიქრობ, ეს არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს,” – აცხადებს კახა კალაძე.
ბათუმის, ჭიათურისა და ზუგდიდის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” ამჯერად ხობის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.