არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი, რადგან არცერთ მათგანს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს – კალაძე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ლიდერობასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. აღნიშნულს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ლიდერი, რადგან ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციას არ აქვს.

„რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია. ეს არის რეალობა, თუ რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ე.წ. ლიდერი. ლიდერი ნიშნავს იმას, რომ შენ გქონდეს ხალხის მხარდაჭერა, სარგებლობდე დიდი ავტორიტეტით საზოგადოებაში, შენ მიმართ ჰქონდეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუნდაც სიყვარული. ოპოზიციას ვხედავთ – ავიღოთ მათი ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინ სარგებლობს იმ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალე? არ არსებობს ბუნებაში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარედან რას ეტყვიან და ვის დააყენებენ ამ რადიკალური დაჯგუფების ე.წ. ლიდერად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი