კანონმდებლობა არ იძლევა პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას.

როგორც ბრეგაძემ განმარტა, საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე.

„არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი