ოქროყანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი თომა ყალამბეგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კარის მცველი გამიგია, სპორტული მცველი გამიგია, ადვოკატიც მცველია, სხვისი უკანალის მცველი რა ჯანდაბაა არ მესმის”, – წერს მამაო.
ცნობისთვის, ინტერნეტმომხმარებელმა ქეთი კალაძემ 8 ივლისს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფოტო გაავრცელა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოზე მისი და მამა თომას (ყალამბეგაშვილი) დიალოგია ასახული.
“მართალი და სუფთა ადამიანი… უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიხარხარეთ, მისმინა, ვუსმინე… ცოტა დაბნეულები კი გვიყურებდნენ გამვლელ-გამომვლელები, ასეთ ფრაზასაც მოვკარით ყური: “იიი, ნახე ელჭიპიტის დამცველი მღვდელიო”, ამაზეც ბევრი მაცინა…
ჰოდა, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მაჯლაჯუნას გვერდზე შემოსკუპება და იმის მოხერხება, რომ მე ოქროყანაში ავალ ხოლმე ეკლესიაში, თუნდაც მარტო ამ კაცის ბევრჯერ სანახავად… სიყვარულით სავსე… p.s იასამნის ლიქიორი მოვიგონეო და რომ ამოხვალთ გამისინჯეთო”.