კახა კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას – მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსის განცხადებას არ შეესაბამება.

„კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენებისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი