ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია იწყება.
გამგეობის ინფორმაციით, შიდა საავტომობილო გზის, კერძოდ, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის სატენდერო ღირებულება 212 972 00 ლარს შეადგენს.