მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

85 წლის

ასაკში, მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გადაღებულია 15-ზე მეტ მხატვრულ ფილმსა და სერიალში. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს:

“მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში. თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს,” -წერს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი