კეზერაშვილი თავის სისხლიან, კორუფციით ნაშოვნ ფულს, ქართულ პოლიტიკაში წარუმატებლად აბანდებს – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი.

“ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი. ახლა როგორც არ უნდა ისაუბრონ განსხვავებული ფორმით, ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან კეზერაშვილზე, ის თავის სისხლიან ფულს, კორუფციით ნაშოვნ ფულს აბანდებს ქართულ პოლიტიკაში, წარუმატებლად, მაგრამ ეს მაინც ასეა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ვიღაცას მოსწონს კეზერაშვილი და ვიღაცას – არა, არის ცარიელი ფარსი. ისინი იღებენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან”, – განაცხა და კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი