ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჯამში 21 400 ამერიკული დოლარის ოდენობის 100-დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.