ხანძარი ამჯერად გაგრაში გაჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში ტყის ხანძრის კერები გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.

გამოცემას ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა რომან ლაბიიამ განუცხადა, რომ „სამინისტროს“ სპეციალისტები გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაემგზავრნენ.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხანძრის კერების უმეტესობა ძნელად მისადგომ ადგილებშია. ბიჭებს ცეცხლთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევთ”, – აღნიშნა რომან ლაბიიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის რაიონებში ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი