საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
გადაწყვეტილება მან ბრიფინგზე შეაფადა და განაცხადა, ხაზარაძის განცხადებით, მას და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე უარი თქვეს.
“მე და ბადრი ვიყავით პირველები, რომლებმაც განვაცხადეთ უარი მივსულიყავით იმ არაკონსტიტუციურად და არალეგიტიმურ პარლამენტში და მას შემდეგ დაიწყო პოლიტიკური დევნა.
არ ვაპირებთ მეორეჯერ, მესამეჯერ, თუ მეათეჯერ დაბარებულ არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობის მიღებას.
არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ შემართებას, ჩვენს სულისკვეთებას და ბრძოლას ან ტემპს მოაკლებინებს, ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.