ხობის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი