ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
თვითმხილველების ცნობით, ორი მსუბუქი ავტომობილი, რომელთაგან ერთი ტაქსია, ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა. დაწყებულია გამოძიება.