ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.