ხობში გახარიას პარტია ორმა წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია დაეშალა.

ფრაქცია ოთხი წევრიდან ორმა – ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვა. საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად, სამი დეპუტატია საჭირო, ყოფილი პრემიერის პარტიას კი მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა.

„ვტოვებ, პარტია “საქართველოსთვის” და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიასა და მისი გუნდი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, მეტიც, ავსებს „ნაცმოძრაობას“ და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა “ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინებისა და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, რომელმაც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება“, – განაცხადა ხობის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნუგზარ შუშანიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი