საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, საჭიროა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა.
“ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული დღესვე გადავიყვანდი უცხოეთში იმ კლინიკაში სადაც აქვთ გამოცდილება ასეთი ავადმყოფის მკურნალობის. ძალიან კრიტიკული მდგომარეობა აქვს. ფერი არ აქვს, ცარიელი ძვალი და ტყავია, ძლივს დადის. ყოველ წუთს შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს. ცხრა დიაგნოზი აქვს უკვე დასმული, ერთმანეთზე უფრო მძიმე. ძალიან კარგ პირობებშია, რა თქმა უნდა, არის საბადრაგო სამსახური, მაგრამ არ შევადარებ გორის პირობებს“, – აცხადებს გიული ალასანია.