კიევში 2-დღიანი კომენდანტის საათი დასრულდა. დედაქალაქის მცხოვრებლებს შეუძლიათ, დატოვონ თავშესაფრები.
ამასთან, კიევში პროდუქტის მაღაზიები გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შაბათ-კვირამ აფეთქებების ფონზე ჩაიარა, უმეტესად, იბომბებოდა კიევის მიმდებარე ტერიტორია. დედაქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
ცნობისთვის, კომენდანტის საათი დღეს 22 საათზე კვლავ ამოქმედდება და ხვალ დილის 7 საათამდე იქნება ძალაში.