კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული.

„ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველანაირად ვცადეთ, დაგვეზღვია ეს ადამიანები, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში, აგულიანებდნენ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი