ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს – კობახიძე ოპოზიციის აქციებზე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, “უცხოური აგენტურა, სიმახინჯე და ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს”.

“უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს. აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები და ესეც უნდა დასრულდეს, რასაც ვხედავთ. გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს და დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ ჩვენ ამას დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. მთავარი არის ეს, რომ ეს რადიკალიზმი აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება”,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებითვე, ადამიანები, რომლებიც თბილისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან აქციებს მართავენ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ იმართებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი