დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, ორი კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, “გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, ორი კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო”.

“მუხლი ითვალისწინებს, რომ 150 ლარის ზევით ზარალის შემთხვევაში გათვალისწინებულია ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, ფასსაც და ყველაფერს. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, რომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის ცარიელი, მარტივი სპეკულაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი