პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპაში გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია, თუმცა ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.
„გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცეებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სანამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.