ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, დამტკიცდა, რომ ეს იყო სრული სიცრუე – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყალბი კამპანია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში, თუმცა საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ სრული სიცრუე და სიყალბე იყო.

“ჩვენ 2 წელი გვატყუებდნენ, საზოგადოებას, ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი – ეს იყო ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით 2 წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში დამტკიცდა, რომ ეს იყო სრული სიცრუე და სიყალბე.

ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ა.შ. ეს არის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. მე შემიძლია მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას 2 წლის წინ, მაგრამ არ მინდა ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი