არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია და არა პარტიული ოფისი და იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.

“მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება. ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად, იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას, არა მხოლოდ უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი