პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა მხარემ ამერიკის პრეზოდენტს დონალდ ტრამპს წერილები გაუგზავნა.
“ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები, რომლებშიც იყო საერთო სულისკვეთება სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლების შესახებ”, –განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.