სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. კოდუამ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დილით დაწერა.
,,ჩემი თანამდებობიდან წასვლით არ იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამთავრობო გუნდის მიმართ, მე ვრჩები პარტიასა და ბიუროში, საიდანაც რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად შევძლებ ჩემი წვლილი შევიტანო რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის საქმეში”- აცხადებს დავით კოდუა.
დავით კოდუას გადადგომას, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. გუბერნატორის მოადგილის გადადგომა ჯერ არ დაუკმაყოფილებია ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას.
დავით კოდუა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს 2016 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა,ის მანამდე გუბერნატრის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექების კოორდინირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.