კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სადაც 10 კაცზე მეტი იკრიბება – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავშეყრის ადგილებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება დისტანცია და პირბადეების ტარებაა.

„16 აპრილის შემდეგ, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მონაცემი გვაქვს. მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ საკუთარი თავი პირბადეების და დისტანციის საშუალებით. რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს შესაბამის სამსახურების მიერ. კონტროლის გამკაცრებაზე ძირითადად საუბრია იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია. ეს არის სავაჭრო ობიექტი, ტრანსპორტი და ყველა ის ადგილი, სადაც 10 კაცზე მეტი შეიძლება შეიკრიბოს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი