კორცხელის არჩევნების შედეგები გადათვლის შემდეგაც უცვლელია

კორცხელის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელია. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო.

საარჩევნო უბნის შედეგების გადასინჯვას „ქართული ოცნება“ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ითხოვდა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამოსწორდა ცდომილება 54-ე უბანზე ბიულეტენებსა და ხელმოწერებს შორის. ხელახალი გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელმოწერები არასწორად იყო დათვლილი და ის არ შეესაბამებოდა არჩევნებზე გამოცხადებული მოქალაქეების რაოდენობას.

საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკამყოფილა საიას მეორე მოთხოვნაც და 53-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა.

სხდომას ხმაურის და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. საჩივრების განხილვის წინააღმდდეგ გამოვიდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით ჯინჯოლია, მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან, ეს უკანასკნელი ჯინჯოლავამ არაობიექტურობაში დაადანაშაულა. ჯინჯოლავა სხდომიდან დაცვის პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი